1. პროექტის სახელი: „მე და ბუნება“
2. პროექტის მოკლე აღწერა: ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება,სხეულები და მოვლენები,დედამიწა და გარესამყარო,ადამიანი და გარემო.
3. პროექტის სრული აღწერა: ბუნების სწავლება აიგოს ისე,რომ ცოდნას მთლიანობა შეუნარჩუნდეს,შეიქმნას კავშირი ადამიანსა და ბუნებას შორის.სწავლება უნდა იყოს ეკოლოგიური.ეკოლოგია არის მეცნიერული ცოდნა ცოცხალ ორგანიზმთა ურთიერთკავშირებისა და მათი გარემოსთან ურთიერთობის შესახებ,რომელიც მთლიან წარმოდგენას შეგვიქმნის სამყაროზე.ბუნებისმცოდნეობის სწავლებისას ნებისმიერი საგანი თუ მოვლენა განიხილება მოსწავლის გარესამყაროს კონტექსტში.სწავლების ერთ–ერთი მიზანი ის არის, რომ ბავშვმა შეიყვაროს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება,განუვითაროს მისადმი ფაქიზი დამოკიდებულება.ჩამოუყალიბოს ბუნების დაცვის აუცილებლობის შეგნება და შეიარაღოს ის გარკვეული შრომითი ჩვევებით,როგორიცაა: ა)ბუნების შესწავლის ძლიერი მოტივაციის შექმნა,
ბ)გარემოს დაცვითი შეგნების ჩასახვა,
გ)მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობის,გაკვირვებისა და აღმოჩენა–შესწავლის გზა.
4.მოსწავლეთა ასაკი: 6 – 7 წელი.
5.ვადები, ხანგრძლივობა: ორი ტრიმესტრი.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დაკვირვება,აღწერა,აღრიცხვა,განმარტება,ჩვენება,წერა,ზეპირი თხრობა,მუშაობა წყვილებში,ჯგუფურად,კვლევაძიება.
7.მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: სახელმძღვანელოს გამოყენების წესი,უნარჩვევების განვითარება,მცირე ჯგუფებსა და წყვილებში მუშაობა,მოსწავლე–მასწავლებლის ურთიერთობა,დისკუსია,აღმზრდელობითი უნარი,კავშირი სხვადასხვა მეცნიერებასთან შესაბამისი პლაკატების,ნახატების სახით.მაგ. „სიცოცხლის ხე“.
8.სარგებელი სხვებისთვის:ბუნებას გაფრთხილება და ფაქიზი დამოკიდებულება სჭირდება.
„ბუნება შემოქმედია,იგივ მონაა თავისა.
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,ზოგჯერ მქნელია ავისა.“
9.სამუშო ენა: ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლიდან: უდის პირველი საჯარო სკოლა.
11.საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ინტეგრირებული გაკვეთილი,ჯგუფური მეცადინეობა,კავშირი გეოგრაფიასთან,ისტორიასთან,ხელოვნებასთან.
12.პროექტის ფასილიტატორი: ეთერ კაჭკაჭიშვილი.
13.ფასილიტატორის ელ. ფოსტა kachkachishvili@gmail.com